ვინ იქნება ის "ბედნიერი"?..

ვინ იქნება ის "ბედნიერი"?..

უკვე ყველასათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, თუ ვის შეიძლება შეხვდეს "ბარსა", "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალში. ამ გუნდების სახელებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ "ბარსას" მარტივი გასეირნება არ ელის. მოკლედ, შესაძლო მეტოქეთა 6 გუნდიანი სია ასე გამოიყურება: "ინტერი", "მილანი", "მარსელი", "ლიონი", "რომა" და "არსენალი". "ბარსას" მეტოქის ვინაობა 17 დეკემბერს, კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი...

ჯგუფური ეტაპების ბოლო შეხვედრები გუშინ, ოთხშაბათ საღამოს გაიმართა და მერვედფინალში გამსვლელთა სიაც საბოლოოდ გამოირკვა. მოგეხსენებათ "ბარსელონამ" თავის ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა, რის გამოც "ჩემპიონთა ლიგის" შემდეგ ეტაპზე, კატალოიელების მეტოქე, რომელიმე სხვა ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდი იქნება, მაგრამ გამონაკლისი 2 გუნდი, "კოპენჰაგენი" და "ვალენსიაა". "კოპენჰაგენი" რატომ? იმიტომ, რომ დანიური კლუბი "ბარსას" ჯგუფში გამოდიოდა. და რატომ "ვალენსია"? იმიტომ, რომ "ვალენსია" ესპანური გუნდია. ასე, რომ დარჩა 6 "ბედნიერი" გუნდი: "ინტერი", "მილანი", "მარსელი", "ლიონი", "რომა" და "არსენალი".

კენჭისყრა 17 დეკემბერს, ნიონში გაიმართება. აქვე კი მცირე ინფორმაციას მოგაწვდით იმ გუნდებზე, რომლებსაც არ გაუმართლათ და მეორე ადგილზე გავიდნენ.

"ინტერი"

"ბარსასგან" განსხვავებით, მილანელებმა ჯგუფური ეტაპზე ლიდერობა "ტოტენჰემ ჰოტსპურსს" დაუთმეს. ბოლო შეხვედრში ისინი ბრემენის "ვერდერთან", ანგარიშით, 3–0 დამარცხდნენ. ალბათ შარშანდელი "ბარსასა" და "ინტერის" დაპირისპირების ისტორია ყველას კარგად გვახოვს. ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში შეხვდნენ. ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონამ" მეტოქე დაჯაბნა, ხოლო ნახევარფინალში ჟოზე მაურინიოს "ინტერის" დაცვას კატალონიელებმა ვერაფერი მოუეხერხეს. საბოლოოდ კი ფინალში გასვლასთან ერთად, ჩემპიონობა "ინტერს" დარჩა. წელს, "ინტერის" მხრიდან "ჩემპიონთა ლიგაზე", ყველაზე მეტი გოლი სამუელ ეტო'ოს აქვს გატანილი. რაფა ბენიტესის "ინტერი" "სერია ა"–ში მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

"მილანი"

შვიდგზის ჩემპიონებმა ჯგუფის ლიდერობა იმ გუნდს დაუთმეს, რომლიც ცოტა ხნის წინ, "კამპ ნოუზე" ანგარიშით, 5–0 განადგურდა. ალბათ ყველა მიხვდით, რომ ეს გუნდი "რეალ მადრიდია". მილანური კლუბს მასიმო ალეგრის ხელი დაეტყო და გუნდი ქვეყნის ჩემპიონატს სათავეში უდგას. "მილანმა" 15 შეხვედრიდან 10–ში წარმატების მოპოვება შეძლო. "ბარსა" და "მილანი" ბოლოს ერთმანეთს ამ სეზონის დასაწყისში, "გამპერის თასზე" შეხვდნენ. მაქამდე კი ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2006 წელს, "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში შედგა, სადაც კატალონიელებმა ორი მატჩის ჯამში ფინალში გასვლა შეძლეს და "არსენალის" დამარცხების შემდეგ "ჩემპიონთა ლიგის" თასის დაუფლება მეორეჯერ მოახერხეს. თუ "მილანი" მერვედფინალში "ბარსას" შეხვდება, მაშინ ჩვენ "ნოუ კამპზე" "ბარსას" ორი ძველი ფეხბურთელის, რონალდინიოსა და იბრაჰიმოვიჩის ხილვა შეგვეძლება.

"მარსელი"

18 წლის შესვენების შემდეგ, გასულ სეზონში "მარსელმა" კვლავ მოახერხა ქვეყნის თასის დაუფლება. გუშინ კი ფრანგებმა "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპი ძალიან კარგად დაასრულეს. მათ ლონდონური "ჩელსის" დამარცხება ანგარიშით, 1–0 შეძლეს. დიდიე დეშამის მწვრთნელობის პერიოდში, "მარსელს" შეუძლია იამაყოს ისეთი ფეხბურთელებით, როგორიცაა ლუჩო გონსალესი, ჰაინცე, ვალბუენა, ან თუნდაც ბრანდაო, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ "მარსელს" "ბარსას" წინააღმდეგ შეხვედრა არასოდეს გაუმართავს.

"ლიონი"

გასულ სეზონში, ამ გუნდმა თავის ისტორიის მანძილზე, პირველად მიაღწია ნახევარფინალს. წელს, კლაუდ პაულის "ლიონმა" ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. ფრანგებს გერმანულმა "შალკე 04"–მა გაუსწრო. ისინი ქვეყნის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

"რომა"

მესამე იტალიური გუნდი, რომელიც შესაძლოა "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალში "ბარსას" დაუპირისპირდეს არის "რომა". "რომა", რომელსაც კლაუდიო რანიერი წვრთნის. "რომას" ჯგუფში პირველ ადგილზე მიუნხენის "ბაიერნი" გავიდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რომაელებმა "მილანზე" მეტი ქულის დაგროვება მოახერხეს. ისინი მეორე ადგილზე 10 ქულით გავიდნენ, ხოლო მილანელები მხოლოდ 8–ით.

"არსენალი"

არსენ ვენგერის ახალგაზრდულ გუნდს "ჩემპიონთა ლიგაზე", დონეცკის "შახტარმა" აჯობა. უკრაინელებმა "მეთოფეებს" 3 ქულით გაუსწრეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. გუნდის ლიდერი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სესკ ფაბრეგასია, წელს კი მათ ჩამახის დამატება მოახერხეს, რომელიც "არსენალს" ნამდვილად გამოადგა. "არსენალი" "პრემიერ ლიგის" ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია. წელს მეთოფეები ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერები არიან. მათ ფეხდაფეხ მოზდევს ლონდონური "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". "ბარსა" და "არსენალი" ბოლოს ერთმანეთს შარშან, მეოთხედფინალში შეხვდნენ. ამ შეხვედრების გახსენება კი ნამდვილად არ ღირს, თორემ

ძალიან შორს წავალთ...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.