"ბარსას" ორი ფეხბურთელი ESM XI–ში
ევროპული სპორტული გაზეთი (ESM) ყოველ თვე ავლენს თვის საუკეთესო ფეხბურთელებს და მათი შემადგენლობით კეთდება, თვის საუკეთესო გუნდი. ამ გუნდში წინა თვეში "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ლეო მესი იყო შეყვანილი, ახლა კი მას დანიელ ალვესიც დაემატა.
ამ გუნდში, რომელსაც ევროპელი ფეხბურთის ჟურნალისტები ადგენენ, ამ თვეში "რეალის" ორი ფეხბურთელია, კრიშტიანო რონალდუ და მესუთ იოზილი. ესენი არიან მხოლოდ "ბარსას" და "რეალის" ვარსკვლავები. ამ სიაში ასევე შეყვანილი არიან მადრიდელების ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაართი და "ბლაუგრანას" ყოფილი ფორვარდი სამუელ ეტო'ო.
სრული სია კი ასე გამოიყურება:სტივ ელანა(ბრესტი), დანიელ ალვესი(ბარსა), ბრანისლავ ივანოვიჩი(ჩელსი), ჯონ ტერი(ჩელსი), გარეთ ბეილი(ტოტენჰემი), ნური საჰინი(ბორუსია), მესუთ იოზილი(რეალი), რაფაელ ვან დერ ვაართი(ტოტენჰემი), ლიონელ მესი(ბარსა), კრიშტიანო რონალდუ(რეალი) და სამუელ ეტო'ო(ინტერი).
შეფასება კი თქვენთვის მომინდია. ვინ იმსახურებდა და არ არის? ვინ არ იმსახურებს?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]