დემბელეს შესანიშნავი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
"ბარსელონასა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული შეხვედრა (1:1) კატალონიური გუნდის ქომაგებს უსმან დემბელეს შედევრით დაამახოვრდებათ.
21 წლის ფრანგი ფეხბურთელი დისციპლინის დაცვით არ გამოირჩევა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის მაინც ბრწყინავს.
"ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ, სტატისტიკოსებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მონაცემები დაითვალეს და შემდეგი სურათი მიიღეს:
- დემბელემ გოლი "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო სამ საჩემპიონთალიგო მატჩში გაიტანა ("ჩელსი", პსვ, "ტოტენჰემი");
- "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში დემბელემ მონაწილეობა 9 გოლში მიიღო;
- დრიბლინგის ბოლო 24 მცდელობიდან დემბელემ 19 წარმატებით დაასრულა.
როგორც ხედავთ, უსმანი, ვარჯიშებზე დაგვიანების მიუხედავად, მართლაც შესანიშნავ ფორმაშია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]