პინტო: "ყველა ჩვენი ოპონენტი ძლიერია"

პინტო: "ყველა ჩვენი ოპონენტი ძლიერია"

ხოსე მანუელ პინტო, რომელმაც ყაზანის "რუბინთან" მატჩში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ არ ანაღვლებს თუ ვინ იქნება შემდეგი ოპონენტი.

ჩემპიონთა ლიგის შემდგომი ეტაპის კენჭიშყრა შედგება 17 დეკემბერს. გულშემატკივრები გამოყოფენ სუსტ და ძლიერ მოწინააღმდეგებს, მაგრამ "ბარსასთვის" ყველა მეტოქე მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის მათი წარმატების მიზეზი. ხოსე მანუელ პინტომ განაცხადა: "მე არ მაღელვებს ის თუ ვის შევხვდებით მომავალში, ჩვენთვის ყველა ოპონენტი მნიშვნელოვანია, ისინი ჩვენ შეგვხვდნენ ანუ ძლიერები არიან.

პინტო გახარებულია ამ ჩემპიონატით: "მე ძალიან გახარებული ვარ, რადგან "ბარსა" არაჩვეულებრივ ფორმაშია და ჩემი აზრით, ამ სეზონში ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწევთ."

"რუბინთან" მატჩის ერთ-ერთი დადებითი მხარე ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაში გახლდათ, რაზეც პინტომ განაცხადა, რომ ისინი დღითიდღე იზრდებიან და მეტ გამოცდილებას ღებულობენ: "ისინი ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში "ბლაუგრანას" წამყვან ფეხბურთელებად იქცევიან. მათ ბევრი ისწავლეს, მაგრამ სასწავლი კიდევ ბევრი აქვთ. ისინი არიან თავშეკავებული ახალგაზრდები."

როგორც მოგეხსენებათ "ოქროს ბურთის" ნომინაციაზე "ბარსას" 3 ფეხბურთელი არის წარდგენილი, პინტომ ამის შესახებაც გააკეთა კომენტარი: ჩემი აზრით "ბარსას" თითოეული ფეხბურთელს ეკუთვნის "ოქროს ბურთი". ასევე მან დაამატა, რომ თუ "ბლაუგრანას" რომელიმე ფეხბურთელი მიიღებს ამ პრიზს ეს იქნება მთლიანი გუნდის ჯილდო.

ბოლოს კი მან ისაუბრა საკამათო გაფრენაზე "პამლონიაში" სადაც პინტომ საკუთარი ხალხი დაიცვა: "ეს იყო საშინელება, ისე იძახიან თითქოს დამნაშავეები ჩვენ ვიყავით, არადა ჩვენც სხვა ხალხივით მსხვრერპლნი ვართ. ჩვენ მხოლოდ ფედერაციის ბრძანებას ვასრულებდით ამიტომ ბოლოს თავს დამნაშავეებადაც ვგრძნობდით. მაგრამ დღის ბოლოს მან გაგვხადა უფრო ძლიერი. უპასუხა მან."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.