"ლიონთან" თამაშების განრიგი ცნობილია

"ლიონთან" თამაშების განრიგი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბარსელონას" მეტოქეს გარკვევის შემდეგ, ცნობილი გახდა თამაშების განრიგიც.

"ლიონი" და "ბარსელონა" პირველ მატჩს 2019 წლის 19 თებერვალს, საფრანგეთში ჩაატარებენ, განმეორებითს კი, "კამპ ნოუზე", 13 მარტს.

"ბარსელონა" საფრანგეთში გამგზავრებამდე "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს, შემდეგ კი "სევილიას" ეწვევა. განმეორებითი მატჩის წინ კატალონიელები "რაიო ვალიეკანოს" საკუთარ კედლებში დაუხვდებიან, შემდეგ კი "ბეტისს" სტუმრად.

"ლიონი", "ბარსელონასთან" პირველ მატჩამდე, "გენგამს" შინ, ხოლო შემდეგ "მონაკოს" სტუმრად დაუპირისპირდება. განმეორებითი მატჩის წინ ბრუნო ჯენეზიოს გუნდი "სტრასბურგს" ეწვევა, შემდეგ კი, "მონპელიეს" უმასპინძლებს.

იხილეთ "ბარსელონას" სრული კალენდარი

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გურო ბარსა 2006
    სტუმარი [?]
    #4 18 დეკემბერი 2018 19:36
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ორივე იგრაში უნდა გავანადგუროთ მესიმ მინიმუმ 5 გოლი უნდა გაიტანოს ჯამში

    ხუთი არა 10 გოლი არ გინდა?
    Culé [?]
    #3 17 დეკემბერი 2018 23:36
    0
    ციტატა: temo24
    ლიონამდე ცუდია რომ სევილიასთან გვაქვს რთული თამაში იქნება

    ლიონის მერეა სევილიასთან თამაში.

    მთავარია ტრავმები ავირიდოთ...მცველებში მაგრად გვიჭირს...
    temo24
    სტუმარი [?]
    #2 17 დეკემბერი 2018 21:54
    2
    ლიონამდე ცუდია რომ სევილიასთან გვაქვს რთული თამაში იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 დეკემბერი 2018 20:49
    7
    რა დაელოდება 2 თვე :/
    --------------------
    GRACIES JOHAN...