პიკეს მიერ ახალი კლუბის შეძენა 3 იანვარს გაოფიციალურდება
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მცველის, ჟერარ პიკეს მიერ საფეხბურთო კლუბ "ანდორას" შეძენა 3 იანვარს გაოფიციალურდება.
პიკეს კომპანია, Kosmos-ი კლუბის უდიდესი წილის მფლობელი გახდება, რაც 29 დეკემბერს საბჭოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დადასტურდეს.
"ანდორა" იმავე სახელის მქონე ქალაქსა და ქვეყანაში დაფუძნებული გუნდია, თუმცა 1948 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო სისტემის წევრია. ამჟამად, გუნდი რანგით მე-5 დივიზიონში გამოდის.
ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ, გუნდს სათავეში გაბრი გარსია და ალბერტ ჟორკერა ჩაუდგებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]