არტური UEFA-ს წლის მთავარ აღმოჩენებში მოხვდა
UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერმდა 2018 წლის მთავარი აღმოჩენა ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო თერთმეტეულში "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური მოხვდა.
არტურის გარდა, წლის მთავარ აღმოჩენებს შორის მოხვდნენ "ბარსელონას" მთავარი სამიზნეები, "აიაქსის" 19 წლის ცენტრალური მცველი მატიას დე ლიგტი და 21 წლის ნახევარმცველი ფრენკი იდე იონგი.
UEFA-ს მიერ შედგენილი სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: ოდისეას ვლაჩოდიმოსი ("ბენფიკა"); მილან შკრინიარი ("ინტერი"), მატიას დე ლიგტი ("აიაქსი"), ენდი რობერტსონი ("ლივერპული"); ფრენკი დე იონგი ("აიაქსი"), უსემ აუარი ("ლიონი"), არტური ("ბარსელონა"), ნიკოლა ვლასიჩი (ცსკა); ჯენგიზ უნდერი ("რომა"), ირვინგ ლოზანო (პსვ), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი").

ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]