"სელტასთან" მატჩის განაცხადი ცნობილია
ძირითადი გუნდის ვარჯიშის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხვალ, ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ მატჩში მის განკარგულებაში იქნება.
გუნდში სიახლეებია: ვარჯიშში მონაწილეობა ნელსონ სემედუმ, სერჟი რობერტომ და მალკომმა მიიღეს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ტრავმა ჰქონდათ. სემედუ განაცხადშიც მოხვდა.
სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, ლანგლე, ალბა, ალენია, ვიდალი, მირანდა, ჩუმი.
"სელტასთან" შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]