წლის უკანასკნელი ბრძოლა მესის და რონალდუს შორის
სეზონის პირველი ნახევრის ბოლო დღეებში, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს წლის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის შეებრძოლებიან.
წინა მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ, "ბარსელონას" კაპიტანმა 47 გოლი დააგროვა და პორტუგალიელს 3-ით გაუსწრო. თუმცა, ინტრიგა ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული: რონალდუს კიდევ სამ თამაშში შეუძლია მონაწილეობის მიღება, მესი კი მხოლოდ ერთხელ, ხვალ, "სელტას" წინააღმდეგ ითამაშებს.
რონალდუ სერია ა-ში "იუვენტუსთან" ერთად ორ საშინაო მატჩს გამართავს: "რომასთან" და "სამპდორიასთან", სტუმრად კი "ატალანტას" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ამ სეზონს, კრიშტიანუს ჩემპიონატში 11 გოლი აქვს გატანილი, მესის კი - 14. არგენტინელს უპირატესობა ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს: მის ანგარიშზე 6 გოლია, რონალდუ კი მას 5 გოლით ჩამოუვარდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]