ლეო მესის კიდევ ერთი მიღწევა
"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში (2:0) "სელტას" გოლი გაუტანა და არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის მორიგი მიღწევის ავტორი გახდა.
"ბარსას" კაპიტნისთვის ეს გოლი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-15 აღმოჩნდა.
სტატისტიკური კომპანია Opta-ს ცნობით, 31 წლის არგენტინელი ჯადოქარი ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატს შორის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო 11 სეზონში მინიმუმ 15 გოლი გააქვს.
მესის გოლები ლა ლიგაში სეზონების მიხედვით: 2008/09 - 23. 2009/10 - 34, 2010/11 - 31, 2011/12 - 50, 2012/13 - 46, 2013/14 - 28, 2014/15 - 43, 2015/16 - 26, 2016/17 - 37, 2017/18 - 34, 2018/19 - 15.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო მესის პრიმერა დივიზიონში უკვე 398 გოლი დაუგროვდა და მას 400-მდე მხოლოდ 2 ბურთი აშორებს. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ ის ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]