ერნესტო ვალვერდე "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ხეტაფესთან" მატჩი შეაფასა.
"შედეგი თამაშამდეც ვიცოდით. უპირატესობა შეგვექმნა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და "ხეტაფეს" რთულ მოედანზე, ეს გავაკეთეთ. რთული მატჩი იყო, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილები ვართ. სატურნირო ცხრილში მეტოქეებს ახლა უფრო მეტი ქულით ვუსწრებთ.
გოლების გატანის შემდეგ, მოდუნების უფლება არ გვქონდა, რადგან "ხეტაფე" ძლიერი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით. მეორე ტაიმში, გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ნამდვილად გვჯობდნენ.
სხვა კლუბების შედეგებზე არ ვფიქრობ. წინა სეზონშიც, ამ დროს, დაახლოებით იგივე განსხვავება იყო "ბარსას" და დანარჩენებს შორის, მაგრამ ჩემპიონობა მხოლოდ სეზონის ბოლოს გავინაღდეთ. გასაკეთებელი ბევრი გვაქვს".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]