მუნირი "ბარსელონას" მაისურით აღარ ითამაშებს
მიუხედავად იმისა, თუ როდის წავა "ბარსელონადან" - ზამთარში თუ უფასოდ ზაფხულში - 23 წლის თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი კატალონიური კლუბის მაისურით აღარ ითამაშებს. ამ ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს.
ცნობილია, რომ მუნირმა მიმდინარე წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გახანგრძლივება არ ისურვა და ის გუნდს ან იანვარშივე, ანაც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, როდესაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ მუნირი კონტრაქტს არ ახანგრძლივებდა, მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელს უთხრა, რომ ის "ბარსელონას" მაისურით თამაშს აღარ ჩაატარებდა. ეს "სელტასთან" მატჩის წინ მოხდა და მას შემდეგ 23 წლის შემტევი განაცხადში ვეღარ ხვდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]