მუნირი, შაბათს, "ბარსა ბ"-ში ითამაშებს

მუნირი, შაბათს, "ბარსა ბ"-ში ითამაშებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი, მუნირ ელ ჰადადი, ხვალ, "ბარსა ბ"-ს მაისურით, სეზონის პირველ მატჩს ჩაატარებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მუნირი ოფიციალურად "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, ის მუდმივად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 19 წლის თავდამსხმელმა, პირველ გუნდში, უკვე 10 თამაშიც ჩაატარა, მაგრამ "ბარსა ბ"-ს მაისურით ის მოედანზე ჯერ არ გასულა.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მუნირი "ბარსელონა ბ"-ს შემადგენლობაში შაბათს, "ნუმანსიას" წინააღმდეგ ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.