ჟორდი მესტრე: დარჩება თუ არა ვალვერდე? ყველაფერი შეიძლება მოხდეს
2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარი უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერ მაინც უცნობია, დარჩება თუ არა ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის შემდეგ. ამ თემაზე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ გააკეთა.
"ვალვერდეს მუშაობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს". - თქვა მესტრემ ქალთა გუნდის ახალი მწვრთნელის, ლუის კორტესის პრეზენტაციაზე.
"საქმეს მშვიდად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ყველაფერი მხოლოდ კლუბზე არ არის დამოკიდებული. ამ საქმეს მაშინ განვიხილავთ, როცა შესაფერისი დრო მოვა".
ვალვერდეს მოქმედი ხელშეკრულება მის 2020 წლამდე სამსახურს ითვალისწინებს, მაგრამ კლუბს კონტრაქტის ერთი წლით ადრე გაწყვეტის უფლებაც აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]