"ლევანტესთან" მატჩში გუნდის ლიდერები დაისვენებენ
ესპანეთის თასზე "ლევანტესთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ცნობილია.
ერნესტო ვალვერდემ გუნდის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა. ვალენსიაში ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, ლიონელ მესი და ჟორდი ალბა არ გაემგზავრებიან. კვლავ ტრავმირებულები არიან სამუელ უმტიტი, ტომას ვერმალენი, სერჟი სამპერი და რაფინია ალკანტარა. ისევ განაცხადს მიღმა დარჩა მუნირ ელ ჰადადი. "ბარსა ბ"-დან განაცხადში ხუან მირანდა, რიკი პუჩი, ჩუმი და მუსა ვაგე მოხვდნენ.
სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, დემბელე, სილესენი, მალკომი, ლანგლე, მურილიო, ს. რობერტო, ალენია, ვიდალი, მირანდა, პუჩი, ჩუმი, ვაგე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]