კარლეს ალენია: წაგებას როტაციით ვერ გავამართლებთ

კარლეს ალენია: წაგებას როტაციით ვერ გავამართლებთ

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, "ლევანტესთან" მატჩი შეაფასა. 

"თამაშის კარგად დაწყება აუცილებელია, ჩვენ კი ეს არ გავაკეთეთ და შედეგიც მალევე მივიღეთ. თუმცა, ჯერ კიდევ 90 წუთია სათამაშო და რა თქმა უნდა, "კამპ ნოუზე" "ლევანტესთვის" დრო სწრაფად არ გავა. 

როტაციებით შედეგის გამართლება არ შეიძლება. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. სიმართლე ისაა, რომ გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. 

არ ვიცი, ნეიმარის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სიმართლეა თუ არა. გასახდელში ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს, მაგრამ ახლა ეს არ გვაინტერესებს". - თქვა ალენიამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 იანვარი 2019 13:12
    1
    ვერ გაამართლებ კი არა ვერ დააბრალებ