ალენია: ჩვენ ზედსართავები ამოგვეწურა, რათა მესის თამაში აღვწეროთ

ალენია: ჩვენ ზედსართავები ამოგვეწურა, რათა მესის თამაში აღვწეროთ

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ მისი თანაგუნდელი, ლიონელ მესი შეაქო.

"კიდევ რა შეიძლება ითქვას მასზე? ჩვენ ზედსართავები ამოგვეწურა, რათა მისი თამაში აღვწეროთ. ის მეტოქესთან ყველაფერს აკეთებს, რაც უნდა. ის ნომერ პირველია. ასეთ მოთამაშეებს ფეხბურთში ვეღარასდროს ვიხილავთ.

ჩვენ მისი თამაშით უნდა დავტკბეთ და ვაღიაროთ, რომ ის საუკეთესოა, რასაც ჩვენს ცხოვრებაში ვხედავთ. მე ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი - ეს საოცარი გამოცდილებაა." - განაცხადა ალენიამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 მარტი 2019 17:23
    3
    უბრალოდ ენით აღუწერელია მესი <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    NEYMAR JR 10
    სტუმარი [?]
    #1 21 მარტი 2019 15:36
    4
    რონალდოს დისკვალიფიკაცია მიცეს თუ იცით ვინმემ