ალენია: "არბიტრის ქმედებები უცნაური იყო"
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ "ვალენსიასთან" გამართული მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩემი ტრავმა? ეს წარსულია და ახლა ფიზიკურად, 100%-ით კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი ცვლილება მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მიზეზი დაზიანება არ ყოფილა.
მესის ტრავმა? ვფიქრობ, აქ სანერვიულო არაფერია. ვიმედოვნებ, ლეო კარგად იქნება, მან დღევანდელი მატჩი სრულად ითამაშა.
დამატებული 2 წუთი? ეს ძალიან უცნაური იყო. მეტოქის მეკარემ წუთნახევარი მხოლოდ ბურთის თამაშში შეყვანაზე დახარჯა, ფეხბურთელები მოედანზე წვებოდნენ და დროის გაყვანას ცდილობდნენ. პირველ ტაიმში არბიტრმა 3 წუთი დაამატა, რთული გასაგებია." - განაცხადა ალენიამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]