ბართომეუს ამსტერდამში ვიზიტმა შედეგი არ გამოიღო - "ბარსა" დე იონგს კარგავს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფრენკი დე იონგის დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნო და საქმეში სერიოზულად ჩაერთო, მაგრამ როგორც ჩანს დაგვიანებით.
Sport-ის ცნობით, ამსტერდამში ფეხბურთელთან მოსალაპარაკებლად პირადად ჟოზეპ მარია ბართომეუ ჩავიდა. ის შეეცადა 21 წლის ნახევარმცველისთვის პსჟ-ში გადასვლა გადაეფიქრებინა და სანაცვლოდ მისთვის გაკეთებული შეთავაზება გააუმჯობესა. ამის მიუხედავად, "აიაქსის" ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადმოსვლა ძალიან რთული იქნება, რადგან მას პარიზული კლუბი მეტ სათამაშო დროს პირდება.
The Telegraaf-ის ინფორმაციით, გაიგო რა "ბარსელონას" პრეზიდენტის ამსტერდამში ჩასვლის შესახებ, პსჟ-მ ჰოლანდიის დედაქალაქში დელეგაცია დაუყოვნებლივ გაუშვა იმისათვის, რომ დე იონგი პოზიციის შენარჩუნებაში დაერწმუნებინა.
Mundo Deportivo კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბართომეუ და "ბარსელონას" დელეგაციის სხვა წევრები ამსტერდამის აეროპორტში, ესპანეთში დაბრუნების დროს შენიშნეს და მათ ოპტიმისტური განწყობა არ ემჩნეოდათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]