გვარდიოლა: ”ჩვენ წელს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ”

გვარდიოლა: ”ჩვენ წელს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ”

მატჩის შემდეგ გამართულ პრეს კონპერენციაზე, საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა შეაქო თავისი გუნდი. ”ბარსელონას” ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 80% შეადგინა:
”ეს ფეხბურთელები ჩვენ მაგალითს გვაძლევენ. მე ყოველ დღე ვხედავ, თუ როგორ შრომობენ ისინი. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რას აკეთებს ეს გუნდი. ეს ერთხელ და ორჯერ არ ხდება, ეს ხდება ბევრჯერ. ჩვენ ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია, თუმცა კიდევ გვჭირდება გამოცდილება. ჩვენ ერთმანეთისთვის ვთამაშობთ.”
”ვიცი, რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება... ცუდი დღეებიც მოვა, თუმცა ჩვენ შევეცდებით თავის დაცვას.”

ბოლო 6 თამაშის განმავლობაში, გუნდმა 26 გოლის გატანა შეძლო. ამასთან დაკავშირებით პეპმა კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ წელს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენ ეხლა უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს. მე ვაღმერთებ ამ ფეხბურთელებს იმ თამაშის გამო, რომელსაც ისინი აჩვენებენ.”
”ხალხი პატივს სცემს ამ ფეხბურთელებს, იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ. ამის თქმა არ ჭირდება მათ, თვითონაც კარგად იციან.”

როდესაც თემა შეეხო მათ მომდევნო ოპონენტს, ”ესპანიოლს”, გვარდიოლამ თქვა: ”ეს არის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი. მე ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობი ჩვენს მეტოქეს. ისინი თამაშობენ გაბედულ და ლამაზ თამაშს. ისინი დაუმარცხებლები არიან შინ. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე რთული ორთაბრძოლა ლიგაში.”
გვარდიოლამ გამაფრთხილებელი განცხადებაც გააკეთა: ”მადრიდელებს ყავთ მწვრთნელი, რომელმაც ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ მოიგო. ასევე ყავთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი. წაგების დრო არ არის.”
მან კონფერენციის დასასრულს განმარტა პედროს შეცვლის მიზეზი: ”კარგი იქნება, თუ სხვებსაც მივცემთ სათამაშო დროს. არამგონია, რომ პედრო ამის წინააღმდეგი იყოს.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.