”ოსპიტალეტე” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ოსპიტალეტე” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ


”ბარსას” მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი ფეხბურთელები მატჩს სრული სეზიოულობით მიუდგებიან. მან დაამატა, რომ გუნდი ამ მატჩს ისეთივე გაძლიერებული შეხვდება, როგორიც ბოლო 2 ვარჯიში იყო.

პეპმა უარყო, რომ გუნდი ზედმეტად თავდაჯარებულია შემდეგ ეტაპზე გასვლით იმის გამო, რომ მათი მეტოქე ”სეგუნდა ბ”-ს ბინადარია. გასულ წლებში ”ბარსას” მეტოქეები თასის ამ ეპატზე ”ბენიდორმი”, ”კულტურალ ლეონესა” და ”სეუტა” იყო. ”ჩვენ გასულ წლებშიც მოგვიწია ხელოვნორ მოედნებზე თამაში, ასე რომ ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვთამაშობთ ყველა სიტუაციაში და მუდმივად ვეგუებით, ამიტომაც ხვალ გამონაკლისი არ იქნება... სტადიონზე მოსული ხალხისთვის ყველაზე მთავარი კარგი თამაშის ნახვაა და ჩვენ შევეცდებით საუკეთესო შედეგის მიღწევას”.

მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ”ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ, თუ რას წარმოადგენენ. ეს ძალიან კარგია კლუბისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები ისეთევი ყურადღებით მიუდგებიან თამაშს, როგორც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ”.

კარგი თამაში წინ

გვარდიოლა დაწმუნებულია, რომ ხვალინდელი მატჩი შესანიშნავი იქნება, რადგან იცის, რომ ”ოსპიტალეტეს” მწვრთნელს, ხორდი ვინიალსს ”უყვარს ფეხბურთის თამაში... ისინი ტაქტიკურად ძლიერები არიან”. გვარდიოლას ამ მატჩში ბევრი წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მათი შეცვლა კი ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებს მოუწევთ. ”გუნდი, რომელიც ხვალ ითამაშებს ”ბარსა” იქნება. ჩვენ პირველი გუნდის 13 ფეხბურთელი და სარეზერვო გუნდის 5 ფანტასტიკური მოთამაშე მიგვყავს. მე ვენდობი რეზერვს. ისინი ყველაფერს გაიღებენ, რადგან ეს მათი სურვილია”.

ყველაფერი კარგადაა

”ბარსელონა” პრიმერაში მადრიდის ”რეალს” სამი ქულით ჩამორჩა, რაზეც პეპ გვარდიოლამ განაცხადა: ”თუკი მათ ჩვენზე 3 ქულით მეტი აქვთ ნიშნავს, რომ მათ რაღაცეები ჩვენზე უკეთ გააკეთეს. ჩვენ მხოლოდ პირობის მოცემა შეგვიძლია, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა ტურნირზე, როგორც ბოლო 4 წლის მანძილზე ხდებოდა. თუკი ჩვენ ვერ მოვიგებთ, მაშინ მოწინააღმდეგეს მივულოცავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკეთ გაისარჯნენ”.

გვარდიოლამ ასევე აღნიშნა, რომ ”დავიდ ვილიას კვალავ აწუხებს წვივის ძვალი, თუმცა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. ის აქ იქნება ხვალ, რათა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ის ძალიან კონკურენტუნარიანია და რაც მას აქვს მოგებული ყველაფერი თავად მოიგო”.

16 გუნდიანი ჩემპიონატი

პეპს ასევე როსელის წინადადებაზე დაუსვეს შეკითხვა, რომლის აზრითაც პრიმერა 16 გუნდიან ჩემპიონატად უნდა გადაკეთდეს. ”მე აღმასრულებელი არ ვარ. ეს მოსაზრება მაშინაც განიხილებოდა, როცა ფეხბურთელი ვიყავი. ეს არ არის ცუდი იდეა და ცოტათი ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს, რადგან სეზონები ძალიან გართულდა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.