მესი: "სევილიასთან" ანგარიშის შემობრუნება რთული იქნება"
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ "სევილიასთან" გასამართი სათასო დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის შანსები შეაფასა.
"ძალიან რთული იქნება ანგარიშის 0:2-დან შემოტრიალება ისეთი დიდებული გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "სევილიაა".
გულშემატკივრის თანადგომა აუცილებლად დაგვჭირდება. მეტოქეს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ისინი მოედანზე დიდებულად მოქმედებენ და კონტრშეტევები უყვართ." - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ "სანჩეს პისხუანზე" "ბარსელონამ" 0:2 დათმო. მანამდე კი თასზე ბოლოს "სევილიას" გასული სეზონის ფინალში დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 5:0 გაანადგურა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]