კოუტინიო საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ვალვერდესთან შეხვედრას გამართავს
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო, უახლოეს მომავალში ერნესტო ვალვერდესთან ერთად საკუთარ მომავალს გადაწყვიტავს. იტყობინება, Mirror.co.uk
როგორც გამოცემა იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობა კოუტინიოს სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა, ფეხბურთელმა გუნდში ადაპტაციის გავლა ამ დრომდე ვერ მოახერხა. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, ფეხბურთელთან შეხვედრას გამართავს, სადაც შეეცდება გაარკვიოს მისი პრობლემები.
აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ბრაზილიელს სხვადასხვა გამოცემები "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]