დენის სუარესს "არსენალში" სურს
25 წლის ესპანელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მოგეხსენებათ, დენის სუარესი ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობაში სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის, რის გამოც მისი წასვლის საკითხი სერიოზულად დადგა.
ნახევარმცველისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი ლონდონის "არსენალი" იყო, თუმცა მათ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის მხოლოდ არენდის წესით დამატება შეუძლიათ. ამაზე კი "ბარსელონას" ხელმძღვანელობაა წინააღმდეგი.
როგორც ცნობილია, კატალონიელებს დენისის "სევილიაში" ან "ბეტისში" გაშვება სურთ, რომლებიც მზად არიან, ფეხბურთელი სრულად შეიძინონ.
სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ თავად სუარესს წასვლა "არსენალში", თავის ყოფილ მწვრთნელთან, უნაი ემერისთან სურს. "მეთოფეთა" ხელმძღვანელები კი ბარსელონელი კოლეგების მოთხოვნებზე უარს აცხადებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]