Mundo Deportivo: დენისი "არსენალს" მიუახლოვდა
დიდი ალბათობით ესპანელ ნახევარმცველს ინგლისის დედაქალაქში ვიხილავთ.
გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" დენის სუარესს 6-თვიანი არენდის წესით აიყვანს. ასევე, ინგლისში გამგზავრებამდე დენისი "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2021 წლამდე იქნება ძალაში.
სავარაუდოდ, მხარეები უახლოეს მომავალში მოაგვარებენ გარიგების დეტალებს. კატალონიელები ნახევარწლიანი არენდის სანაცვლოდ ორ მილიონ ევროს მიიღებენ. მათი მთავარი პირობა ხელშეკრულების გახანგრძლივება იყო.
ამრიგად, ზაფხულში "არსენალს" სუარესის გამოსყიდვა შეეძლება, თუმცა ვალდებული არ იქნება.
შეგახსენებთ, 25 წლის ნახევარმცველის გადაბირება "სევილიასაც" და "ბეტისსაც" სურდათ, რომლებიც სრული ტრანსფერის ვარიანტს განიხილავდნენ. თუმცა, თავად ფეხბურთელმა უნაი ემერის გუნდი არჩია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]