ნუ გააბრაზებ მესის
არგენტინელ ჯადოქარს მოედანზე ბევრი დაუმცირებია და სახტად დაუტოვებია. თუმცა, რატომღაც ზოგ ფეხბურთელს მის შესაძლებლობებში მაინც ეჭვი ეპარებოდა, ლეომ კი მათ ყველა შემთხვევაში საკადრისი პასუხი გასცა. ქვემოთ ვიდეოში იხილავთ ხუთ საუკეთესო მათგანს.
ხუთეული ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩით იხსნება. წინა დღეს მანუელ ნოიერმა განაცხადა: "მესის ვაჩვენებ, თუ ვინ არის ბოსი". საქმე დამთავრდა იმით, რომ მესიმ ნოიერს თავზე ბურთი მოხდენილად გადაუგდო, თანაც თამაშის კულმინაციურ მომენტში.
მეოთხე ადგილზე "რეალის" ყოფილი მცველი პეპე მოხვდა. ლეო სრულიად მშვიდ მატჩს ატარებდა, სანამ პორტუგალიელმა ხელზე ფეხი არ დააბიჯა. გაბრაზებულმა მესიმ ერიკ აბიდალს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა.
მესამე პოზიციაზე "სარაგოსას" მცველს, პანსიოს იხილავთ, რომელიც არგენტინელის შეჩერებას უხეში მეთოდებით ცდილობდა. მესიმ მას ჯადოსნური დრიბლინგით და გოლებით უპასუხა.
მეორე ადგილზე ბილბაოს "ატლეტიკის" მოთამაშე მიკელ ბალენსიაგაა. ის 15 წუთის გამავლობაში არ ეშვებოდა და თან დაჰყვებოდა მესის. რაც მას შემდეგ დაემართა, გაგაოცებთ.
პირველ პოციზიას კი მთელი "რეალი" იკავებს. გაუთავებელი უხეშობებით მადრიდელებმა ლეო მწყობრიდან გამოიყვანეს. მას სისხლიც კი წამოუვიდა. სამაგიეროს გადასახდელად მესიმ მხოლოდ ბურთი და ლამაზი მოძრაობები გამოიყენა.
ასე რომ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს: ნუ გააბრაზებ მესის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]