"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ მესის "კლასიკოში" თამაში აუცილებელი არაა
როგორც იცით, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ "ვალენსიასთან" გამართულ ლა ლიგის მატჩში მცირე დაზიანება მიიღო.
როგორც გამოცემა Onda Cero იტყობინება, "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, "რეალის" წინააღმდეგ მესის თამაში აუცილებელი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზულად არ გამოიყურება, კატალონიაში მაინც ფიქრობენ, გარისკვა არ ღირს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "რეალს" უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩი 27 თებერვალს, მადრიდში შედგება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]