არტურის მნიშვნელობა "ბარსელონასთვის"
"ბარსელონას" ნახევარმცველი, არტურ მელო მიმდინარე სეზონში, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ეს მადრიდის "რეალთან" გუშინ გამართულ მატჩშიც დამტკიცდა.
ბრაზილიელმა თამაში პასების 92%-ით (78 მცდელობა) დაასრულა, რაც "კამპ ნოუზე" მყოფ ყველა მოთამაშეზე მეტი იყო.
22 წლის ფეხბურთელი თამაშის ტემპს კარნახობდა და ის ერთადერთი იყო, რომელსაც ბურთი წინ მიჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მადრიდელები სერხიო ბუსკეტსა და ივან რაკიტიჩზე ძლიერ ზეწოლას ახდენდნენ.
მისმა თამაშმა "ბარსელონას" გულშემატკივრებზე შთაბეჭდილება მოახდინა, ვინაიდან მათ ბრაზილიელსა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილ კაპიტან, ჩავი ერნანდესს შორის გარკვეული მსგავსება შეამჩნიეს.
არტურის შეხებები ბურთთან და მისი პასები "ელ კლასიკოში"

არტურმა ასევე თავისი წვლილი დაცვის ხაზშიც შეიტანა და მთელი "კლასიკოს" განმავლობაში ბურთი ექვსჯერ ჩაჭრა.
"გრემიოს" ყოფილმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ბუსკეტსთან ერთად, უკანა ოთხეულის წინ, საყრდენ ზონაში თამაში კომფორტულად შეუძლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]