Marca: არტურის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა

Marca: არტურის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩაიშალა

"გრემიოს" ნახევარმცველი, არტურ რამოსი "ბარსელონაში" არ გადავა.

კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ამ კვირაში "გრემიოს" ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტებს შეხვდნენ, თუმცა, Marca-ს ცნობით, მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

მხარეებმა ტრანსფერის პირობები ვერ შეათანხმეს, კერძოდ, საკომისიო გადასახადები და 21 წლის მოთამაშის ხელფასი.

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც "ბარსელონამ" შეთავაზებულ პირობებზე უარი თქვა, ის არის, რომ 2019 წლის იანვარში, შესაძლოა, გუნდის შემადგენლობაში არტურის ადგილი აღარ იყოს, ვინაიდან, ამჟამად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" განაცხადში ყველა იმ მოთამაშეს აქვს ადგილი დაკავებული, რომლებიც ევროკავშირიდან არ არიან.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით კი, "გრემიოს" არ აწყობდა ის, რომ "ბარსელონას" სურდა არტურის ტრანსფერის გადასახადები 1 ივლისისთვის გადაეტანა, ანუ ახალ ფინანსურ წელს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 მარტი 2018 22:50
    0
    მოვა ეს მოვა მადრიდული პრესის დედაც ;დ
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 7 მარტი 2018 22:03
    0
    ძან ცუდი ამბავია
    Culé [?]
    #3 7 მარტი 2018 21:48
    0
    ტყუილი იქნება
    Culé [?]
    #2 7 მარტი 2018 21:45
    0
    Fui tqveni
    F.Coutinho
    სტუმარი [?]
    #1 7 მარტი 2018 21:31
    0
    არც მოიყვანოთთ