ნეიმარმა "ბარსელონას" ექიმი მოინახულა

ნეიმარმა "ბარსელონას" ექიმი მოინახულა

მოგეხსენებათ, ყოფილი "ბარსელონელი", ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, 23 იანვარს მიღებული ტრავმის გამო თავის ამჟამინდელ კლუბს რამდენიმე თვით ვერ ეხმარება და 27 წლის შემტევმა გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაც გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ეს იგივე დაზიანებაა, რის გამოც პსჟ-ს 10-იანმა შარშან "რეალთან" განმეორებითი მატჩი გამოტოვა და ფეხბურთელს მაშინ ოპერაციის გაკეთება მოუწია, ამჯერად კი იგი ალტერნატიული გზების ძიებაშია და კონსულტაციისთვის "ბარსელონას" ექიმს, რამონ ჩუგატს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნეიმარსა და კატალონიურ კლუბს შორის არსებული დაპირისპირებისა, რომელიც სასამართლო დავაში გადაიზარდა, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "ბარსელონას" ფეხბურთელებთან, იქ მომუშავე პერსონალთან და კლუბის დირექტორებთან კავშირს არ წყვეტს.

ამასთან, ბრაზილიელმა იცის, რომ "ბარსელონას" სამედიცინო შტაბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტრავმების მკურნალობაც და მათი თავიდან არიდებაც აქ ძალიან კარგად იციან. ამიტომაც მიმართა დახმარებისთვის იმ ექიმებს, რომლებიც 2013-17 წლებში მის საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნავდნენ, თუმცა, როგორც MD იუწყება, სასურველი პასუხი ვერ მიიღო და დაზიანების სრულად აღმოსაფხვრელად მას კატალონიაში ოპერაციის გაკეთება ურჩიეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 13 თებერვალი 2019 15:31
    9
    პსჟეს ექიმები უმკურნალებდნენ ბარსელონელს? რა სისულელეა. მოაჭერით ეგ იუდა ფეხი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 თებერვალი 2019 14:59
    9
    აი თუ არც გაიკეთებს ერთი ამის დედაც
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued