ვალვერდე ტოდიბოთი მოხიბლულია

ვალვერდე ტოდიბოთი მოხიბლულია

ჟან-კლერ ტოდიბო საფეხბურთო სამყაროს დიდმა ნაწილმა რამდენიმე კვირის წინ გაიცნო, როცა ახალგაზრდა ფრანგი კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდა. ცენტრალური მცველის ტრანსფერი "ბლაუგრანას" 1 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც შესაძლოა 3 ნაწილად გადანაწილდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტოდიბოს "ტულუზასთან" კონტრაქტი ივნისში ეწურებოდა და დაგეგმილი იყო, რომ უკანახაზელი გუნდს უფასოდ შეიცვლიდა, ესპანურმა გრანდმა ტრანსფერის დაჩქარება გადაწყვიტა.

ეს გარკვეულწილად იმან განაპირობა, რომ ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელი გუნდიდან მოკვეთა და შესაძლოა ნახევარი სეზონი მას სათამაშო პრაქტიკის გარეშე გაეტარებინა.

ასე და ამგვარად, 31 იანვარს კატალონიელებმა ახალგაზრდა მცველის ტრანსფერი გააოფიციალურეს და მას 6-ნომრიანი მაისური უბოძეს. ტოდიბო კლუბის განაცხადშია ლა ლიგასა და "კოპა დელ რეიზე", მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგაზე.

19 წლის მცველს ჯერ-ჯერობით ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით დებიუტი არ ქონია, მეტიც, ის განაცხადშიც კი არ მოხვედრილა, მაგრამ დღეს ესპანურმა Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ერნესტო ვალვერდე სავარჯიშო სესიებზე კლუბის ახალწვეულის თამაშით კმაყოფილია.

ფეხბურთელი, რომელიც სხვა ჩემპიონატიდან და სხვა კლუბიდან მოდის, კატალონიელთა დინამიკაში კარგად ჯდება და ამა თუ იმ საკითხს საკმაოდ

მარტივად, ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე იგებს. ასე რომ, გუნდის თავკაცმა მასში ტალანტი უკვე დაინახა და შესაძლოა რამდენიმე დღეში ტოდიბოს დებიუტიც ვიხილოთ.

მისი ტრანსფერის იდეა ის იყო, რომ ნახევარი სეზონის განმავლობაში პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა, რაც ადაპტაციასაც გაუმარტივებდა. მაგრამ ტოდიბოს მიერ ვარჯიშებზე ნაჩვენებმა მაღალმა დონემ ვალვერდეს გეგმები შეაცვლევინა. მეტიც, სავარაუდოა, რომ თანდათან, უმტიტის ტრავმის პერიოდში კლუბისთვის მეოთხე მცველი სწორედ ტოდიბო გახდება და არა "ვალენსიადან" იჯარით მოსული მურილიო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #4 13 თებერვალი 2019 20:28
    8
    ვალვერდე შენი გენიალური სტრატეგობის იმედი მაქვს,რეალთან მურილო-ტოდიბო დააყენე...ქემაიც აღარ ვიწვალებთ-აღარ დავიტანჯებით...აბა ვალიკო მიაწექი...უი, არ დაგავიწყდეს,მესი კარებში და შტეგენი ცენტრში .... weary
    [?]
    #3 13 თებერვალი 2019 19:58
    7
    ვერმას კონტრაქტი ეწურება და მურილიოს არ გამოვისყიდით ამიტო ვერ ვხვდები რატო უნდა წაიღონ სათამაშო წუთები. დააყენოს ტოდიბო. არ ჩანს ცუდი ბიჭი. თან უფასოდაა თითქმის მოსული რა წნეხი 2 ჯერ ნაკლები აქ ვიდრე სხვას თუნდაც დე ლიხტს ექნება. არ მინდა დავკარგოთ მარა 95% ით იუვეს შეტენის ნაგავი რაიოლა. მომავალ წელს პიკე გაქაჩავს ისევ და იყვნენ ლენგლე პიკე უმტიტი ტოდიბო. თუ უმტო იტრავმიანებს მერე ვიყიდოთ ვინმე. ეხლა მთელი ფული იოვიჩი მენდისკენ მიმართეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 თებერვალი 2019 19:48
    6
    ხოდა ვალიადოლიდთან ტოდიბო უმტიტის დუეტი უნდა დააყენოს უმტოსაც დავტესტავთ და გავიგებთ არის თუ არა მზად ლიონთან სათამაშოდ და ტოდიბოს შესაძლებლობებზეც გარკვეული აზრი გაგვიჩნდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2019 19:35
    0
    მაგარია - ზუსტად ის დროა რო გაიზაროდოს და როტაციაში მიღოს მონაწილეობა . ბარსას ფილოსოფიას მარტივად აითვისებს !
    იმედია ხშირად მიეცემა შანსი . დემოტიტივაციას არ გამოწვევს ერნესტიკა !!!