ჟან-კლერ ტოდიბო "ბარსელონაში" რჩება
"ბარსელონას" 19 წლის ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო მომდევნო სეზონშიც "ბლაუგრანაში" ითამაშებს. ამ ინფორმაციას კატალონიური TV3 ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "ტულუზიდან" "ბარსელონაში" იანვარში გადავიდა. მას კატალონიურ კლუბში თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ 2-ჯერ მიეცა, მაგრამ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებდნენ მატიას დე ლიხტს. "აიაქსის" კაპიტნის კატალონიურ კლუბში გადმოსვლა სამუელ უმტიტის ან ტოდიბოს გუნდიდან წასვლას ნიშნავდა, მაგრამ როგორც ჩანს, "ბარსამ" ჰოლანდიელი უკანახაზელისთვის ბრძოლა დათმო.
ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, ტოდიბო სეზონისთვის მზადებას "ბარსელონასთან" ერთად დაიწყებდა და შემდეგ ერნესტო ვალვერდე გადაწყვეტდა, დაეტოვებინა ის გუნდში, თუ ფრანგი იჯარით გაეშვათ.
გუშინ, TV3-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვალვერდემ ტოდიბოს ნდობა უკვე გამოუცხადა და პიკესთან, ლანგლესთან და უმტიტისთან ერთად ის "ბარსელონას" დაცვის ცენტრის ოთხეულის ნაწილი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]