"იაპონელი მესი" "ბარსელონაში" დაბრუნდება
ტაკეფუსა კუბო "ბარსელონამ" პირველად 2011 წელს შეამჩნია და "კავასაკის" აკადემიიდან გადმოიყვანა. მან "ლა მასიაში" ოთხი წელი გაატარა, შემდეგ კი FIFA-ს დისკვალიფიკაცია შეეხო და მშობლიურ იაპონიაში დაბრუნება მოუხდა.
"იაპონელ მესიდ" წოდებული ფეხბურთელი 2016 წელს, 15 წლის ასაკში გახდა J ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, წელს კი - გატანილი გოლის ავტორი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაკეფუსა ზაფხულში კატალონიაში დაბრუნდება და "ბარსა ბ"-ს შეუერთდება. "ტოკიოსთან" მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, "ბარსა" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტის" და პსჟ-ს დაამარცხებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]