"ბარსელონა" ილქაი გიუნდოგანით ინტერესდება
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველით, ილქაი გიუნდოგანით ინტერესდება, იტყობინება Don Balon.
წყაროს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" "ქალაქელთა" 28 წლის შუახაზელის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან. კატალონიელები თვლიან, რომ ინგლისელები გერმანელის გასაყიდად მზად იქნებიან, რათა ის ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დაკარგონ.
მიმდინარე სეზონში, გიუნდოგანმა, "მანჩესტერ სიტის" მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]