FourFourTwo-ს 10 საუკეთესო მეკარე
გავლენიანმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მეკარეების ათეული დაასახელა.
რა თქმა უნდა, სიაში "ბარსელონას" კიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც მოხვდა. გერმანელმა მეკარემ მესამე პოზიცია დაიკავა. თანაც, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მარკი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებდა და ეს რომ მომხდარიყო, მას უკეთესი შედეგი ექნებოდა.
აღსანიშნავია, რომ მანუელ ნოიერი საერთოდ ვერ მოხვდა ათეულში, რომელიც ასე გამოიყურება:
1. იან ობლაკი (ატლეტიკო)
2. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)
3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
4. ტიბო კურტუა (რეალი)
5. ალისონი (ლივერპული)
6. ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
7. კეილორ ნავასი (რეალი)
8. სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)
9. უგო ლორისი (ტოტენჰემი)
10. ჯანლუიჯი ბუფონი (პსჟ)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]