ტერ შტეგენმა, შესაძლოა, მეკარეების "ოქროს ბურთი" მოიგოს
მადრიდული AS-ის ცნობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ლევ იაშინის სახელობის ჯილდოსთვის იბრძოლებს. France Football-ის ახალი ჯილდო მეკარეებისთვის "ოქროს ბურთივით" იქნება.
გერმანელი, სავარაუდოდ, მოხვდება ტიტულის კანდიდატთა 10-კაციან სიაში, რომელიც 21 ოქტომბერს გამოცხადდეება. 3 სავარაუდო კანდიდატი გალა ცერემონიას დაესწრება, როგორც ეს "ოქროს ბურთის" შემთხვევაში ხდება. გამარჯვებული პარიზში, 2 დეკემბერს გამოვლინდება.
10 კაციან სიაში ასევე მოიაზრებიან: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), უგო ლორისი ("ტოტენჰემი"), ედერსონი ("მანჩესტერ სიტი"), ტიბო კურტუა ("რეალი") და კეილორ ნავასი ("პარი-სენ ჟერმენი").
ჯილდოს ეს სახელი რუსი მეკარეს საპატივცემულოდ დაერქვა. ის ერთადერთი მეკარეა ისტორიაში, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო (1963 წელი).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]