ლუის სუარესის "ელ კლასიკოში" თამაში საეჭვოა
Football Espana-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ზეგ გასამართ "ელ კლასიკოს", შესაძლოა, სერიოზულკი დანაკლისით შეხვდეს.
ცნობილია, რომ კატალონიელთა ურუგვაელ შემტევს, ლუის სუარესს, მიმდინარე სეზონში, მუხლის ტრავმა აწუხებს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ 32 წლის თავდამსხმელს ტკივილი "სევილიასთან" გამართული მატჩის შემდეგაც აწუხებდა. ეს სერხიო ბუსკეტსის მიერ Twitter-ზე დადებული ფოტოთი გაირკვა.
ესპანური პრესის ცნობით, აღნიშნული პრობლემა სუარესის "ელ კლასიკოში" თამაშს ეჭვქვეშ აყენებს. "ბარსელონას", ლუისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]