სანტიაგო სოლარი "ბარსელონასთან" მატჩის წინ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ "ბარსელონასთან" გასამართ კოპა დელ რეის ნახევარფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.
"ჩვენ სრულიად კონცენტრირებულები ვართ "ბარსელონასთან" მატჩზე, გვსურს რაც შეიძლება უკეთესად მოვემზადოთ და მისგან სიამოვნება მივიღოთ. ჩვენ ბევრი რამის გადალახვა მოგვიწია, რათა ნახევარფინალში გავსულიყავით. ჩვენ კარგ შედეგს მივაღწიეთ პირველ მატჩში, ამიტომაც საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ.
ბეილი სრულიად ფოკუსირებულია, როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშე. გუნდში კარგი განწყობა სუფევს. ამ მატჩში მონაწილეობა ყველას უნდა, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავა ეთერში. ჩვენ სამივე ტურნირზე ბრძოლის გაგრძელება გვსურს." - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]