ერნესტო ვალვერდე "რეალთან" მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "რეალთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ხვალინდელი თამაში ფინალის ტოლფასია და ჩვენი მოვალეობაა, მომდევნო ეტაპზე, ტურნირის ფინალში გავიდეთ.
გოლების გატანას ვეცდებით, რადგან თუ ვერ გავიტანთ, გასვლის შანსი არ გვექნება. თამაშის სტილს განსაკუთრებით შეცვლას არ ვაპირებთ. მეტოქეს ვაფასებთ და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გამოვა.
არტური გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ბევრს მატებს. მასთან ერთად კარგი მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ როცა გუნდს მნიშვნელოვანი წევრები აკლია, მათ ადგილს სხვები ყოველთვის ავსებენ. ტრავმების თავის გასამართლებლად გამოყენება არ შეიძლება.
VAR-თან დაკავშირებით პანიკას არ ვქმნით. "ბარსელონა" სიმშვიდეს ინარჩუნებს. საკამათო მომენტები ყოველთვის იქნება და ეს მაყურებლებზე უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე". - თქვა ვალვერდემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]