”ბარსას” წარმომადგენლები კენჭისყრაზე
დასრულდა რა 2010-11 წლის ”ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალის კენჭისყრა ”ბარსელონას” წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავისი აზრი მომავალ მატჩებზე.
ხოსეპ მარია ბარტლომეუ (”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი): ”არსენალი” არის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რა უნდა გაუკეთოს ბურთს. ისინი ერთგულები არიან საკუთარი სტილის, რომელიც ჩვენი სტილის მსგავსია. ჩვენ დიდებულ მატჩს ვნახავთ. უკეთესი იქნებოდა, რომ ეს მატჩი ერთი კვირის შემდეგ გამართულიყო”.
ანდონი სუბისარეტა, რომელიც დიდთოვლობის გამო ვერ დაესწრო კენჭისყრას აღნიშნა სესკ ფაბრეგასის როლი: ”ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მატჩის დაწყებამდე მთელი ყურადღება სესკ ფაბრეგასზე იქნება გადატანილი. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ”ბარსელონაში” გაიზარდა. მისთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება. ის შეძლებს ესპანეთის ნაკრებში მოთამაშე თანაგუნდელებთან შეხვედრას და ”ნოუ კამპზე” თამაშს, რაც მან გასულ წელს ვერ შეძლო”.
ჟერარდ პიკეს ბაბუამ, ამადორ ბერნაბეუმ აღნიშნა შესანიშნავი მეგობრობა ფაბრეგასს და მის შვილიშვილს შორის: ”მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ვარჯიში ”ბარსელონას” ასაკობრივ გუნდში გახდნენ შესანიშნავი მეგობრები. მე მახსოვს ის დრო, როდესაც სესკი ჩემს სახლში დიდ დროს ატარებდა ჟერერდთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში მათ შეხვედრას ”ნოუ კამპზე” ვიხილავ”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]