ფეკირი: "ლიონი" ყველაფერს იზამს, რათა მესი შეაჩეროს"
ფრანგული "ლიონის" კაპიტანმა, ნაბილ ფეკირმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Marca.
"ჩემთვის მესი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა, ის უკვე უმაღლეს დონეზე იმყოფება 10 წლის განმავლობაში და ყოველ წელს მნიშნველოვანი როლი აქვს გუნდში. მესი ყოველთვის შეეცდება "ბარსელონასთვის" ტიტული მოიგოს, ჩვენ კი ყველაფერს ვიზამთ, რათა ის შევაჩეროთ.
გულშემატკივარი ამ შეხვედრაში ჩემსგან ბევრს ელოდება და ეს ნორმალურია. ჩვენ რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა მთელი ძალებით დავიხარჯებით." - განაცხადა, ფეკირმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]