"ბარსელონას" კიდევ ერთი სამიზნე - ნიკოლას ტალიაფიკო
"ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" მარცხენა მცველით, ნიკოლას ტალიაფიკოთი ინტერესდება. ნიკოლასი ზაფხულში კატალონიელების ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
BeSoccer-ის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა ეს ტრანსფერი "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული არ იქნება.
არგენტინელი "აიაქსის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მან, მიმდინარე სეზონში, ამსტერდამელების რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 შედეგიანი გადაცემა. ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იყო "რეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ შეხვედრაში. ეს უკანასკნელი ასევე ინტერესდება ტალიაფიკოთი. მადრიდელები მას მარსელოს შემცვლელად მოიაზრებენ. ამაზე კომენტარი მისმა აგენტმა გააკეთა: "იწერება რომ, ტალიაფიკო მადრიდელთა სიაში შედის, მაგრამ ჩემთვის ჯერ არავის დაურეკავს."
თუ "ბარსელონამ" არგენტინელის გადაბირება მოახერხა, ეს ამ სეზონში, ფრენკი დე იონგის შემდეგ, მეორე ტრანსფერი იქნება "აიაქსიდან".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]