რაკიტიჩის ხორვატიამ აზერბაიჯანი დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში, ხორვატიის ნაკრებმა, რომლის ძირითად შემადგენლობაში "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი თამაშობდა, აზერბაიჯანს უმასპინძლა.
მოულოდნელად, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს (რამილ შეიდაევი 19') და ზლატკო დალიჩის გუნდის დიდი უპირატესობის მიუხედავად, სხვაობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს. თუმცა, შემდეგ, ბორნა ბარიშიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი ანდრეი კრამარიჩმა ხორვატია წინ გაიყვანა.
რაკიტიჩმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]