უსმან დემბელე მუშაობს მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა
სანაკრებო პაუზის გამო "ბარსელონას" ვარჯიშებზე სამი მთავარი მოთამაშე უსმან დემბელე, ლუის სუარესი და რაფინია იყო გამოძახებული, თუმცა მაგთან მხოლოდ დემბელე აღმოჩნდა ის ერთადერთი, რომელსაც არცერთი სავარჯიშო სესია არ გამოუტოვებია და სრული დატვირთვით ემზადება, რათა "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის უფლება მოიპოვოს. კლუბმა დემბელეს გამოსაჯამრთელებმლად 3-4 კვირამდე საჭირო ვადაა დაანონსა, თუმცა ფრანგს სურს ეს სწრაფად მოხდეს. ამაში მას ფიზიოთერაპევტი ხავი ლინდე ეხმარება.
დემბელეს მთავარი პრობლემა მისი ტრავმის სირთულეა - მუხქლვეშა კუნთის მყესის გაწყვეტა. ამიტომაცაა საჭირო ზუსტი მკურნალობა, რათა შემდეგი გართულებები თავიდან აცილებული იქნას. ამჟამად, დემბელე თავს კარგად გრძნობს და გამოჯანმრთელების პროცესიც გეგმის მიხედვით მიდის. ვალვერდეს სურს, დემბელე სეზონის ბოლოსთვის მზად იყოს. დემბელემ საბოლოოდ მოიპოვა მწვრთნელის ნდობა და დამოკიდებულებაც შეიცვალა. ფრანგმა დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და სურს კიდევ უფრო განვითარდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]