Daily Mail: ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" რჩება
"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კატალონიური გუნდში დარჩენას აპირებს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
კოუტინიო, რომელიც კატალონიელებმა გასული წლის იანვარში "ლივერპულიდან" დიდი იმედებით შეიძინეს, ბოლო დროს ძველებურად ვეღარ თამაშობს, რის გამოც მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
26 წლის ფეხბურთელის არასახარბიელო თამაშმა პრესა "ბარსელონადან" მის წასვლაზე აალაპარაკა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიურ კლუბს ბრაზილიელის სანაცვლოდ მინიმუმ 158 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა, ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, კოუტინიომ დარჩენა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. ფილიპეს წარმომადგენლები ამ საკითხზე სიმშვიდეს ინარჩუნებენ და თავიანთი კლიენტისთვის ახალ კლუბს აქტიურად არ მოძებნიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]