AS: ივან რაკიტიჩი "ბარსელონაში" დარჩება
მიმდინარე სეზონში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი კლუბს დატოვებდა, მაგრამ, როგორც ჩანს ის "ბარსელონაში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, იტყობინება AS.
31 წლის ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ კლუბში დარჩენა სურს. ხორვატი "ბარსელონას" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, რაც მის სათამაშო დროზეც ისახება. რაკიტიჩი სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია.
ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ ვრცელდებდა ინფორმაცია, რომ ხორვატი გუნდს შეიცვლიდა, მაგრამ AS იუწყება, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მოთხოვნით, კლუბი მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]