"ბარსელონა" ლუკა იოვიჩს 20-ზე მეტ თამაშში დააკვირდა
საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ბარსელონა" ფრანკფურტის "აინტრახტის" სერბ თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს ლუის სუარესის შეცვლის მთავარ კანდიდატად განიხილავს.
ESPN-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სკაუტები 21 წლის ფეხბურთელის თამაშს 20-ზე მეტჯერ დააკვირდნენ. ამ საქმით ყველაზე მეტად გორან ვუჩევითი (გერმანიაში "ბარსელონას" სკაუტი) და ბოიან კრკიჩი ("ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის მამა და კატალონიური კლუბის სკაუტი) იყვნენ დაკავებულნი.
ამჟამად საქმე "ბარსას" გენერალურმა მენეჯერმა, პეპ სეგურამ, სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა და მისმა დამხმარემ, რამონ პლანესმა გადაიბარეს. ეს სამეული ევროპა ლიგაზე "ინტერსა" და "აინტრახტს" შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც გერმანელებმა სწორედ იოვიჩის გოლით მოიგეს.
სეგურა, აბიდალი და პლანესი იოვიჩის თამაშით მოხიბლულნი დარჩნენ და მათ გადაწყვიტეს ფეხბურთელს ეროვნულ გუნდშიც დაკვირვებოდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]