ლეო მესი: არგენტინაში დაბრუნება რთული იქნება
"ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კარიერის "ნიუელს ოლდ ბოისში" დასრულება უნდა, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ მისი არგენტინაში დაბრუნება რთული იქნება.
"სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ადვილი არ იქნება. შვილებზე უნდა ვიფიქრო.
ტიაგო გაიზრდება და გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად მიიღებს. რა თქმა უნდა, მისთვის, არგენტინაში დაბრუნება პრობლემა არ იქნება, მაგრამ ამით გადაწყვეტილება ნაკლებად რთულად მისაღები არ გახდება. "ნიუელსის" მაისურით სიამოვნებით ვითამაშებდი.
არ ვიცი, რატომ ფიქრობს ხალხი, რომ "რივერ პლეიტის" გულშემატკივარი ვარ. ბავშვობიდან "ნიუელსს" ვგულშემატკივრობ. მთელი ჩემი ოჯახი ამ გუნდის ქომაგია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმიტომ მივედი, რომ უბრალოდ ლიბერტადორესის თასის ფინალისთვის მეყურებინა და არა მგონია, ეს კიდევ მოხდეს." - ციტირებს მესის სიტყვებს Tyc Sports.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]