ლა ლიგის პრეზიდენტი: პიკეს ფინანსების კურსის გავლა სჭირდება
ჟერარ პიკეს "ესპანიოლთან" დაკავშირებულ ხუმრობას ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი გამოეხმაურა, რომელმაც "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს საფეხბურთო ფინანსების კურსის გავლა ურჩია. პიკემ გუშინ თქვა, რომ მას იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე კატალონიურ კლუბის მთლიანი ღირებულებაა.
"სარკაზმი გასაგებია, მაგრამ ახლა ის მის მნიშვნელოვან მეტოქეზე საუბრობს. ნებისიმერ შემთხვევაში, რიცხვებთან დაკავშირებით პიკე ცდება. "ესპანიოლის" თანხები მის სიმდიდრეს აღემატება და მგონი, მან წლიური და საერთო ბიუჯეტი ერთმანეთში აურია. მგონი, ჟერარს ფინანსების კურსის გავლა სჭირდება". - განაცხადა ტებასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]