"ესპანიოლის" მწვრთნელი: მესის თამაშით უნდა ვისიამოვნოთ, სანამ ამის დრო გვაქვს
"ესპანიოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუბიმ, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდეს გუნდის ლიდერი, ლიონელ მესი შეაქო.
"გირჩევთ, რომ მესის თამაშით სიამოვნება მიიღოთ, სანამ ის კარიერას დაასრულებს. ის უნიკალური ფეხბურთელია და ადვილი შესამჩნევია, როცა მოედანზე არაა.
გამიმართლა, რომ ერთი წლის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბთან ერთად მას ვხელმძღვანელობდი.
ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა. გოლების მიუხედავად, დაცვით კმაყოფილი ვარ, მაგრამ "ბარსელონას" წინააღმდეგ მხოლოდ ოთხი ფეხბურთელით თავის დაცვა ძალიან რთულია. შეტევაში კი ის არ გამოგვივიდა, რასაც ვგეგმავდი.". - თქვა რუბიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]